სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცოTASR – Jaroslav Novákსლოვაკეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის და სხვა რიგი დანაშაულების ეჭვის საფუძველზე გამოძიება დაიწყეს.
ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის ოპოზიციური პარტია თავისუფლება და სოლიდარობის ლიდერმა ბრანისლავ გრელინგმა.
გრელინგმა თქვა, რომ ერთი თვის წინ ადგილობრივ ორგანოებში ფიცოს წინააღმდეგ ახელმწიფო ღალატსა და სხვა დანაშაულების ბრალდებით სარჩელი შეიტანა. სარჩელს შეუერთდნენ მისი პარტიის წევრები და 13 000-ზე მეტი მოქალაქე. გრელინგის თქმით, ეს ” სლოვაკეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სისხლის სამართლის სარჩელია”.
განცხადების ხელმომწერები ფიცოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, უცხო ქონების მართვის ვალდებულების დარღვევაში და ტერორისტულ საქმიანობაშიც ადანაშაულებენ. ფიცოს მთავარ დანაშაულებს შორის ავტორები უკრაინისთვის საგანგებო დანიშნულების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას აღნიშნავენ.
ცნობისთვის, 23 თებერვალს ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის, “დრუჟბას” ნავთობსადენით რუსული ნავთობის მიწოდების შეჩერების გამო, საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტდა.