„ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები გაიმართა შიდა ქართლის – კასპის, ხაშურის, ქარელისა და გორის საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილობრივი ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლში საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრები ნაყოფიერი იყო, საუბარი შეეხო პარტიის განვითარებასა და გაფართოებას და აღინიშნა, რომ “ხალხის ძალის” რეიტინგი იზრდება და მსგავსი შეხვედრები სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა