ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, სამსახურების უფროსებთან, მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, სამსახურების უფროსებთან, მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეტაპები, ასევე სოციალური პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების მიმდინარეობა. ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, დადგენილ ვადებში შესრულების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე, ასევე, იმჯელეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შესახებ, რომლის შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ალექსი ფიცხელაურმა ხელმძღვანელ პირებს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა