ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

13
ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ლენინგრადის ოლქში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, კირიშინეფტეორგსინტეზის ქარხანაზე განხორციელდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ცნობით, ოლქის თავზე 20 დრონი ჩამოაგდეს.
„წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე