იდეის გაჩენიდან რეალური პროდუქტის შექმნამდე ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის გარეშეც ხელშესახები და სრულად ფუნქციური შედეგის მიღება წარმოუდგენელია. მას პროტოტიპირება ეწოდება და ის ტექნოლოგიური მოწყობილობებისა თუ სხვა სახის მოდელების დამზადების განუყოფელი ნაწილია.
პროტოტიპირების შესახებ პროექტის “STEM მარტივად” ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში გურანდა გოგალაძე გვესაუბრება, რომელიც ევროპულ სკოლაში პროგრამირებისა და ელექტროინჟინერიის მასწავლებელია. ის თვალსაჩინოებისთვის ლაზერული მჭრელით პატარა რობოტის პროტოტიპსაც შექმნის და ამ პროცესის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.
· გადახედვა მეცნიერება ასტრონომებმა ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინეს ასტრონომებმა ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინეს
· გადახედვა Sci-Tech რატომ იწყებს ზოგი ბავშვი ლაპარაკს ადრე — კვლევა რატომ იწყებს ზოგი ბავშვი ლაპარაკს ადრე — კვლევა