პატრიარქის არჩევაში ჩარევის ცდუნება და მცდელობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ექნება –

პატრიარქის არჩევაში ჩარევის ცდუნება და მცდელობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ექნება, მე არც კი ვუშვებ იმას, რომ ისინი ესე მიუშვებენ ამ პროცესს და დაელოდებიან, რა მოხდება, – ამის შესახებ “მართმსაჯულების სახლის“ ხემძღვანელმა, ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ბევრი რამ უკვე ჩანს, თუმცა, ფარული დინებები კიდევ უფრო მძფრი იქნება.“

ბესელია სინოდის წევრებს მიმართავს, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, მათ შორის არც ივანიშვილის და კობახიძის.

ამათ ჭკუაზე როგორ უნდა იარო და გადაწყვიტო, ვინ იქნება ერის სულიერი მამა, – ამბობს ბესელია.

პატრიარქის არჩევაში ჩარევის ცდუნება და მცდელობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ექნება, მე არც კი ვუშვებ იმას, რომ ისინი ესე მიუშვებენ ამ პროცესს და დაელოდებიან, რა მოხდება. შემთხვევითი არ იყო ის ფრაზა, რაც წინა დღეებში გაკეთდა, მეუფე ზენონის მხრიდან, ნურავინ ჩერევითო. ვფიქრობ, ბევრი რამ უკვე ჩანს, თუმცა, ფარული დინებები კიდევ უფრო მძფრი იქნება. მომიტევეთ, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სასულიერო პირებს, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, როდესაც ღმერთს ესაუბრები, ღმერთს ელაპარაკები და უფლის სახელით ლაპარაკობ, უკაცრავად, მაგრამ კობახიძის და ივანიშვილის, თუ სხვა ვინმე იქნება, არავის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეთ. ამათ ჭკუაზე როგორ უნდა იარო და გადაწყვიტო, ვინ იქნება ერის სულიერი მამა. 

ახლა, როცა ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დგას სინოდი, მათ ყველაზე კარგად უწყიან, რა და როგორ, მაგრამ ზოგჯერ ვუსმენ კომენტარებს და ვხედავ ამ დროს რამხელა გავლენა აქვს “ოცნების“ გავლენებს, ძალიან მიკვირს. არ შეიძლება ამას ვერ ხედავდე. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების დროს, რომელიც ახლა უნდა მიიღონ, ალბათ ყველა დაფიქრდება, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა, როგორი ცდუნებაც არ უნდა ჰქონდეს “ქართულ ოცნებას“ ამ პროცესებში ჩარევის და სასურველი გადაწყვეტილების მიღების, უნდა იცოდნენ, რომ ეს ძალიან საფრთხილო თემაა, ეს არ არის პარლამენტში კანონის მიღება, ეს ეხება რელიგიურ გრძნობებს, ამ თემებთან თამაში სახიფათო მგონია,- განაცხაა ბესელიამ.