მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს

ფოტო: NASA
1
წაკითხვა
NASA-მ საზოგადოებას ახალი გეგმები გაუზიარა. მათ შორისაა მთვარეზე 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზის აშენება და 2028 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე მიმუშავე პლანეტათაშორისი ხომალდის გაშვება.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტ Artemis-ის ფარგლებში მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის (Gateway) განთავსების გეგმა დროებით დაპაუზდა. მის შესაქმნელად საჭირო მასალას ბაზისთვის გამოიყენებენ, რომელიც ახალი პრიორიტეტია. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმენმა, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში მთვარეზე დაბრუნებასა და კოსმოსში ამერიკის პირველობის გარანტირებას ემსახურება.
აიზეკმენმა ბირთვული ხომალდი Space Reactor‑1 Freedom-ის სახელით მოიხსენია. მისი თქმით, ამ აპარატს მარსისკენ გაგზავნიან. ცნობისთვის, 2028 წელს ამის გარდა მთვარის ორი ეკიპაჟიანი მისიაც უნდა განხორციელდეს, რომელთა ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე დაეშვებიან.
ეს საკმაოდ ამბიციური მიზნებია, მითუმეტეს, ასეთ ხანმოკლე პერიოდს თუ გავითვალისწინებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეკიპაჟიანი მისია ჯერ არ გაუშვიათ — ის ამ წელს ორჯერ გადაიდო. ფრენის ახალ თარიღად კი პირველი აპრილი განიხილება.
NASA-ს ამბიციებზე საუბრისას ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ჩინეთი -ისთვის კოსმოსის კვლევის მხრივ პირველობის ჩამორთმევას ცდილობს, -ს კი ჩამორჩენა არ სურს. კერძოდ, ჩინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მთვარეზე საკუთარი ასტრონავტები გაგზავნოს და ისიც ციური სხეულის სამხრეთ პოლუსს უმიზნებს.
კონკურენციის პირობებში აიზეკმენს მთვარის მისიების დაჩქარება და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამისთვის მას სარაკეტო არქიტექტურის სტანდარტის დანერგვა და კოსმოსის ინდუსტრიაში NASA-ს გამოცდილების ფართოდ გამოყენება სურს.
ცოტა ხნის წინ აიზეკმენმა სხვა ცვლილებებიც დააანონსა. კერძოდ, Artemis-ის ფრენები არა რამდენიმეწლიანი, არამედ რამდენიმეთვიანი შუალედით განხორციელდება; მისია Artemis 3 მომდევნო წელს ჩაინიშნა, თუმცა მის ფარგლებში ასტრონავტები ციური სხეულის ზედაპირზე აღარ დაეშვებიან.
სააგენტომ შეიძლება კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-იცა და Blue Origin-ის Blue Moon-იც გამოიყენოს (ან მათგან რომელიმე). ამ აპარატებს ტესტირებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვებენ და ღია კოსმოსისთვის განკუთვნილ ახალ სკაფანდრებსაც გამოცდიან.
ამის შემდეგ მთვარეზე ისტორიული დაშვება რამდენიმე თვეში იგეგმება. იდეალურ შემთხვევაში, 2028 წელს ორი ფრენა განხორციელდება: Artemis 4 და Artemis 5. ეს უკანასკნელი მთვარის ბაზის დასაარსებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. მისი აშენება სამ ფაზას მოიცავს: დიზაინთან დაკავშირებული ექსპერიმენტები, საცხოვრებლად ნაწილობრივ ვარგისი ადრეული ინფრასტრუქტურა და საბოლოო პერმანენტული ბაზა.
მთვარე პირველ გაჩერებად განიხილება, დანიშნულების მომდევნო ადგილი კი მარსია. Space Reactor‑1 Freedom სწორედ პლანეტათაშორისი მისიების განვითარებას ისახავს მიზნად. მისია მინი ვერტმფრენების გაშვებას მოიაზრებს, რომელთა მეშვეობითაც წითელი პლანეტის ზედაპირს შეისწავლიან.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას15897 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული4465 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3734 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3705 ნახვა
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები3086 ნახვა
გირჩევთ
ეკოლოგია
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
მეცნიერება
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
ადამიანი
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს