-ში შეხვედრებისას გამოვხატავდი, რომ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების დონით – სამხარაძე

ქართული ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მარტის დასაწყისში -ში ვიზიტის დროს შეხვედრებისას ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან გამოხატავდა, რომ მათი ხელისუფლება “არ არის კმაყოფილი” ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ამჟამინდელი დონით.
“ჩემი მთავარი გზავნილი, როდესაც მე ვხვდები აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პენტაგონში, იყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს და გამოვხატავდი მთლიანად მთელი ხელისუფლების პოზიციას, რომ ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ოღონდ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთსარგებელზე.
რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რამაც ამ ურთიერთობების დროებით შეჩერება გამოიწვია, თუმცა მე ღიად ვამბობდი იმასაც, რომ იმ ძველი სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხითაც არ ვიყავით კმაყოფილები”. – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, მას არ მოუსმენია “უარყოფა იმისა, რომ ამერიკას არ უნდა საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები”.
“აქედან გამომდინარე, მე დავბრუნდი განწყობილი ოპტიმისტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა და ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება, რადგან ეს არის რთული სამუშაო პროცესი, მაგრამ მთავარია, რომ ეს სამუშაო პროცესი დაიწყოს, მერე უკვე ბევრ საკითხზე მოხდება შეჯერება”. – თქვა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტის დელეგაცია მარტის დასაწყისში აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა.
განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას – სახდეპი
23 თებერვალს, პროპაგანდისტული ტელეარხმა, TV იმედმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ ივანიშვილის დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა, “კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მიწვევით,” ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან, რომელსაც სახელად “სუვერენული ერების ალიანსი” ჰქვია.
ვინ არის კონგრესმენი ლუნა, რომელმაც ივანიშვილის დეპუტატები აშშ-ში ღონისძიებაზე მიიწვია
4 მარტს ივანიშვილის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა.
შევხვდით უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა – სამხარაძე