თბილისის “დინამოს” 40 წლის საყრდენ ნახევარმცველს, ჯაბა კანკავას ოპერაცია ჩაუტარდა, – იტყობინება თბილისური კლუბის პრესსამსახური:
“დღეს ჯაბა კანკავამ მუხლზე სასახსრე ხრტილის ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ჯაბა მოედანზე ზაფხულში დაბრუნდება”.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისის “დინამოში” 2025 წელს გადავიდა, ტრავმა კი ზამთარში მოსამზადებელი შეკრებისას მიიღო.