პსჟ-მ თავისას მიაღწია – “ლანსთან” მატჩი გადატანილია

მიუხედავად იმისა, რომ „ლანსი“ წინააღმდეგი იყო, საფრანგეთის პროფესიონალურმა ლიგამ პსჟ-ს თხოვნა დააკმაყოფილა და ამ გუნდების 11 აპრილს ჩასატარებელი ლიგა 1-ის ოცდამეცხრე ტურის მატჩი ერთი თვით გადაიტანა.
პსჟ 8 და 14 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება და „ლანსთან“ მატჩის გადატანა პარიზულ გუნდს მერსისაიდელებთან შეხვედრებისთვის უკეთ მოსამზადებლად დაეხმარება.
„ლანსის“ პრეზიდენტმა ჟოზეფ უგურლენმა განაცხადა, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ „პარი სენ ჟერმენს“ ყოველ მესამე დღეს თამაშის რესურსი გააჩნია, მათ კი – არა.
პარიზული კლუბის სპორტული დირექტორის ლუიშ კამპუშის თქმით, მათი სურვილი მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდით მონაწილეობაა და ამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.