“ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოს დეპუტატი ტოვებს – რატომ გადაწყვიტა ნინო კვიტაშვილმა, ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო კვიტაიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ნადირაძემ, ლევან ხაბეიშვილის და ზაზა გოგავას სახელით, საბოლოო არჩევანის გაკეთება მოსთხოვა – ან დარჩენილიყო “ნაციონალურ მოძრაობაში” და შეესრულებინა მენეჯმენტის დავალებები, ან წასულიყო ნიკა გვარამიასთან.
ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, ის არასოდეს მალავდა პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ ნაგატიურ დამოკიდებულებას და გარიცხვამდე თავად ტოვებს გუნდის რიგებს.
“არჩევანი მდგომარეობდა იმაში, რომ მე ან ვემორჩილები პარტიის გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ვარ ჩართული მათთან ერთად გარკვეულ სამუშაოში და ვასრულებ იმ დირექტივებს, რაც პარტიიდან მოდის, ან მეორე – ვირჩევ გზას ნიკა გვარამიასთან ერთად, საკუთარ გზას. ამ არჩევანის წინაშე რომ დავდექი, ძალიან ლოგიკური და ჩემთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება მივიღე – ვიყო ნიკას გუნდთან ერთად,”- განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა