“ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქვან” – ტრამპი ირანზე

ჩვენ ახლო აღმოსავლეთში, ირანთან დიდებულად ვიგებთ – ისეთი შედეგები გვაქვს, რაც არასოდეს ყოფილა. ისინი მოლაპარაკებებზე მსჯელობენ, ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქვან, რადგან ეშინიათ, რომ საკუთარ ხალხი მოკლავს, ან ჩვენი მხარე. არ ყოფილა ქვეყნის მმართველი, რომელსაც მისი თანამდებობა ირანის მმართველზე ნაკლებად უნდოდა. ისინი ამბობენ: “არა, არ მინდა!”
როდესაც წავედი ამ “ექსკურსიაზე ჯოჯოხეთში,” როგორც მე ვუწოდებ, ექსკურსიაზე საშინელ ადგილას, რათა გამეკეთებინა ის, რაც სხვა პრეზიდენტებს 47 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ – ზოგი მათგანი ამბობდა კიდევაც, რომ უნდოდათ გაეკეთებინათ, მაგრამ მათ სიმამაცე არ ჰყოფნიდათ – მე მეგონა, რომ ყველაფერი უფრო ცუდად წავიდოდა: ენერგიის ფასები გაიზრდებოდა, საფონდო ბირჟა გარკვეულწილად დაეცემოდა, მაგრამ ჩემთვის მოკლევადიან პერსპექტივაში ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა – აუცილებელი იყო სიმსივნის, ანუ ირანის ბირთვული იარაღს ფლობის შესაძლებლობის, მოცილება. ჩვენ უკვე მოვიცილეთ სიმსივნე და ახლა საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ.