უკრაინაში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი 207 ადამიანი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
“ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. 207 ადამიანი. ჩვენ მათ ვაბრუნებთ, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს. გვახსოვს ყველა ადამიანი, ვინც ტყვეობაშია. როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. უკრაინის გუნდმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია”. – წერს ზელენსკი.
კოორდინაციის ცენტრის ცნობით, ეს ომის დაწყების შემდეგ მხარეებს შორის შემდგარი რიგით 50-ე ტყვეთა გაცვლაა.
უკრაინაში დაბრუნებულებს შორის 95 შეიარაღებული ძალების, 56 ეროვნული გვარდიის, 26 სასაზღვრო დაცვის, 29 ტერიტორიული თავდაცვის, 1 კი ეროვნული პოლიციის წარმომადგენელია.