გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან ერთად, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გურიასა და ჩეხეთის პარდუბიცეს რეგიონს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს, რომელიც მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას განათლების, ტურიზმის, სპორტის, კულტურისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.
შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა არსებული კავშირების გაფართოების კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მუნიციპალური სერვისების გაძლიერების კუთხით ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი, ასევე, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს და სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი