პსჟ-მ 11 აპრილს, „ლანსთან“ სტუმრად ჩასატარებელი ლიგა 1-ის ოცდამეცხრე ტურის მატჩის გადატანა მოითხოვა, რომელიც „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის (8 და 14 აპრილი) უნდა გაიმართოს, მაგრამ მეტოქე კლუბმა უარი განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით „ლანსმა“ განცხადება გაავრცელა: „აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავიდან თავი ავარიდეთ, მაგრამ ახლა იძულებული ვართ დუმილი დავარღვიოთ. ჩვენი აზრით, ადგილი აქვს საგანგაშო ტენდენციას, მატჩის გადატანის შემთხვევაში 15 დღე დასვენება, შემდეგ კი ყოველ მესამე დღეს თამაში მოგვიწევს. ასეთი განრიგი არ შეესაბამებ ჩვენს ინტერესებს.
როგორც ჩანს, საფრანგეთის ლიგის ბიუჯეტის მხრივ მეათე კლუბი უნდა დაექვემდებაროს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კლუბის ინტერესებს. ეს ქვეყნის პირველობის უპატივცემულობაა, რამეთუ სხვათა ამბიციების გამო ლიგა 1 მეორე პლანზე გადადის”.
ლიგა 1-ში 26 ტურის შემდეგ 60 ქულით ლიდერი პსჟ-ა, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. „ლანსი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა.
საფრანგეთის პროფესიონალური ლიგა საკითხს ხუთშაბათს განიხილავს.