დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს

ფოტო: Gillis Lowry (CC BY 4.0)
13
წაკითხვა
კარლ სეიგანის ინსტიტუტის (კორნელის უნივერსიტეტი, ) მკვლევრებმა ჩვენთვის ცნობილი 45 ეგზოპლანეტა დაასახელეს, რომლებზეც სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა ყველაზე მაღალია. გუნდში ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტიც იყო. მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Gaia-ს მისიიდან და NASA-ს ეგზოპლანეტების არქივიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.
მეცნიერები სხვადასხვა მოცემულობას დააკვირდნენ: რა რაოდენობის სინათლეს იღებს ეს პლანეტები თავიანთი ვარსკვლავებიდან; რა ზომის, მასისა და ასაკისაა თითოეული; როგორია მათი ორბიტების ექსცენტრისიტეტი, ე.ი. რამდენად წრიული ან არაწრიულია ორბიტა.
6000 ეგზოპლანეტიდან “ემპირიული სასიცოცხლო ზონის” მქონე მხოლოდ 45 აღმოჩნდა, უფრო მკაცრად განსაზღვრული ზონის შემთხვევაში (ამას 3-განზომილებიანი სასიცოცხლო ზონა უწოდეს) კი — სულ რაღაც 24 ეგზოპლანეტა იპოვეს.
ზოგადად, ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, რომელ პლანეტაზეა სიცოცხლის არსებობის ალბათობა უფრო მაღალი. ნაშრომის ავტორების აზრით, პირველ რიგში ის უნდა გავარკვიოთ, საერთოდ სად უნდა ვეძებოთ სიცოცხლე.
“ვიცით, რომ დედამიწა სასიცოცხლოდ ვარგისია, ხოლო ვენერა და მარსი — არა. შეგვიძლია მზის სისტემა ორიენტირად გამოვიყენოთ, რათა ის ეგზოპლანეტები ვიპოვოთ, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავიდან ვენერაზე ნაკლებ და მარსზე მეტ ენერგიას იღებს”, — განმარტა კვლევის თანაავტორმა, ებიგეილ ბოლმა.
გუნდის მიერ დასახელებული ეგზოპლანეტები საკმაოდ კარგი კანდიდატებია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ისინი შეიძლება სულაც არ იყოს სასიცოცხლოდ ვარგისი. საქმე ისაა, რომ სიცოცხლის ჩამოყალიბება რთული პროცესია, რომელსაც თან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი სდევს. მაგალითად, რამდენად შეუძლია მოცემულ პლანეტას ატმოსფეროს შენარჩუნება? გვხვდება თუ არა იქ შესაბამისი ქიმიური გარემო?
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ამ 45 პლანეტიდან სიცოცხლე არცერთზე იყოს, თუმცა გუნდმა მაინც შესანიშნავი შაბლონი წარმოადგინა, რომელიც სამომავლოდ მეცნიერებს სასიცოცხლოდ ვარგისი პლანეტების ძებნას გაუმარტივებს.
ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას10552 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული4270 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3619 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3509 ნახვა
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები2911 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
ადამიანი
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება