რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია

უძველესი ფრაგმენტები გვიჩვენებს, რომ 60 000 წლის წინ ადამიანები უკვე გეომეტრიულად აზროვნებდნენ.
ფოტო: Archaeol. Sci
22
წაკითხვა
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭების მიხედვით, უძველესი ადამიანები (60 000 წლის წინ) საოცრად კრეატიულები იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი გეომეტრიისგან ძალიან შორსაც არ იყვნენ.
ამ ნარჩენებზე გეომეტრიული მახასიათებლების კვალია. მათზე ამოკვეთილია რომბები და ბადეები.
ეს ნიმუშები, რომლებიც იტალიელმა მეცნიერებმა ახალ კვლევაში გააანალიზეს, ათასწლეულებს შორის ერთგვარ ხიდს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, ჩავიხედოთ ჩვენი წინაპრების აზროვნებაში.
“კვლევამ გვიჩვენა, რომ მათი აზროვნება გასაოცრად სტრუქტურირებული და გეომეტრიული იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც არა მხოლოდ ხაზები გაავლეს, არამედ ისინი განმეორებადი პრინციპების მიხედვით დაალაგეს — პარალელიზმები, ბადეები და წრეები”, — ამბობს სილვია ფერარა, ბოლონიის უნივერსიტეტის არქეოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი.
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტები.
ფოტო: Archaeol
მკვლევრებმა ნიშნების სივრცითი განლაგება 112 ნიმუშზე შეისწავლეს. მათ მიაჩნიათ, რომ უძველესი ადამიანები ნაჭუჭებს წყლის შესანახად იყენებდნენ.
გრავიურების 80%-ზე მეტი თანმიმდევრული სივრცითი კანონზომიერებებითაა მდიდარი. ისინი მდიდარია პარალელიზმით და მართი კუთხეებით. უფრო რთულ ნამუშევრებში გამოსახულია შტრიხებიანი ზოლები, ბადეები და რომბის მსგავსი ფიგურები.
ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ადრეულ ადამიანებს შემოქმედებითი გონება ჰქონდათ, რომელსაც შეეძლო კოგნიტიური ოპერაციების შესრულება. მათ მარტივი ხაზებისთვის რთული მნიშვნელობების მინიჭება შეეძლოთ.
მეტიც, ეს აბსტრაქტული აზროვნების წარმოშობისთვის აუცილებელი კოგნიტიური მახასიათებელია. პირადი გამოცდილების მიღმა არსებული საგნების კონცეპტუალიზაციის უნარი, მათ შორის ისეთი რამის, რაც არ ჩანს ან, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს, ადამიანის განმსაზღვრელი თვისებაა და სხვა ცხოველებში არ გვხვდება.
კვლევა ეფუძნება წინა დასკვნებს, რის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ გეომეტრიული მახასიათებლების, როგორიცაა ხაზი, წერტილი, პარალელიზმი და მართი კუთხეები, ინტუიციური შეგრძნება და რომ ეს “გეომეტრიული ინტუიციები” კაცობრიობის ფუნდამენტია.
ჩვენ არ ვიცით რა აზრს გადმოსცემს ეს ფიგურები. შეიძლება ისინი ხელოვნების ერთ-ერთი პირველი ნიმუშებიც იყოს.
“ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ 60 000 წლის წინანდელ ჰომო საპიენსს უკვე გააჩნდა ვიზუალური სივრცის აბსტრაქტული პრინციპების მიხედვით ორგანიზების უნარი”, — ამბობს ვალენტინა დეჩემბრინი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კვლევის მთავარი ავტორი.
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას12172 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული4330 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3644 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3545 ნახვა
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები2969 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
ადამიანი
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს