ვგეგმვათ, რომ მაისის შუა რიცხვებში დაიწყოს რუსთაველის გამზირზე სამუშაოები – ვიცემერი

თბილისის ვიცემერის ცნობით, გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყოს. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ ბიემჯის უთხრა.
მათი ინფორმაციით, 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ჩაიშალა.
“ეს ბუნებრივი პროცესია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული პროექტი ჩავარდეს, თუმცა უახლოეს დღეებში ახალი ტენდერები დაიდება. ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება.” – თქვა ტყემალაძემ, ბიემჯისთან საუბრისას.
თბილისის მერიამ ტენდერები 20 თებერვალს გამოაცხადა, თუმცა წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.