“კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს, მოეშვით. უხერხულია, საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას” – ასე უპასუხა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV პირველის კითხვას, რომელიც მეუფე ისაიასთან და სინოდის სხვა წევრებთან დაკავშირებით სამთავრობო პროპაგანდისტის, გია გაჩეჩილაძის განცხადებებს ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჯერ კიდევ პატრიარქის დაკრძალვამდე არიგებდა წმიდა სინოდს, ვინ უნდა აირჩიონ პატრიარქად – მისი თქმით, “სინოდმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიბარა პატრიარქმა”. 24 მარტის გადაცემაში კი, სამთავროვო პროპაგანდისტმა მოსაყდრე შიოს კონკურენტების მოღალატეებად შერაცხვაც დაიწყო.
“ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები” – ამბობს გაჩეჩილაძე თავის გადაცემაში.
შეგახსენებთ, რომ მოსაყდრეობა გახლავთ ტრანზიციული თანამდებობა. მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს “დაბარებით პატრიარქობა”.
რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს მოსაყდრეობა?
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.