ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შემაშფოთებელ ტენდენციას აძლიერებს და გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს.წერს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.