გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
კოჯორში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედროები უწყებრივი მედლებით — „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“ — დაჯილდოვდნენ, ხოლო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სამახსოვრო დაფები გადაეცათ.
ცერემონიის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სერჟანტთა აკადემია მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიონალი სამხედრო სერჟანტების მომზადებასა და განვითარებაში, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა