კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე – დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იგეგმება, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს.
ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დედაქალაქის მერი მესამე ვადით გახდეს, კალაძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“.
„2025 წლამდე მაქვს ჩემი უფლებამოსილება. უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქალაქს ვემსახურო, ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი და სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს, რომელიც დედაქალაქს უკავშირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს