ლვივის მერი, ანდრიი სადოვირუსეთმა “შაჰედის” ტიპის დრონებით უკრაინის ქალაქ ლვივზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა, შენობებს ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა ბერნარდინელთა მონასტერი და ეკლესია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია.
ბერნანდინელთა მონასტერი და ეკლესია ლვივის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ლვივის მერი, ანდრიი სადოვი, ლვივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი და უკრაინის პრემიერი, იულია სვირიდენკო ავრცელებენ.
სადოვის უახლესი ინფორმაციით, იერიშის შედეგად 17 ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ხოლო ეკლესიის დაზიანების შესახებ კოზიცკი იტყობინება.
“რუსეთი დღისით-მზისით ქალაქის დატვირთულ ცენტრს ესხმის თავს. სულ რამდენიმე წუთის წინ რუსულ-ირანულმა დრონებმა ქალაქ ლვივს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი სერიოზულად დაშავდა.
ერთ-ერთი სამიზნე მე-17 საუკუნის დროინდელი წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია იყო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია. მხოლოდ ძალას, უკომპრომისო სანქციებსა და მტკიცე მოქმედებას შეუძლია რუსეთის შეჩერება”. – წერს სვირიდენკო X-ზე.