გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდიDavid Bumbeishvili/Google Mapsთბილისის მერია საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურაზე მდებარე, სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდის დემონტაჟს და მის ადგილას ახალი ხიდის მშენებლობას იწყებს. კახა კალაძის თქმით, სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ ამ ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა დაზიანებული და ავარიულია და ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარება
“მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ვიწყებთ. ეს სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს […] იქ თანამედროვე, რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და მის დასრულებას 5 თვე დასჭირდება. სამუშაოების დროს, ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება”. – თქვა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 4 მილიონ ლარს შეადგენს.