როგორ იქცევა ხარჯი ინვესტიციად ჰეშბანკთან ერთად (რ)

ჰეშბანკი ფულთან ურთიერთობის ტრადიციულ წესებს ცვლის და დაზოგვის სრულიად ახალ მოდელს გთავაზობს. თუ აქამდე ქეშბექი მხოლოდ ხარჯის ნაწილობრივ დაბრუნებას გულისხმობდა, ჰეშბანკი მას საინვესტიციო ინსტრუმენტად გარდაქმნის. ბანკი, რომელიც ტრადიციულ და კრიპტოფინანსებს ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს, ციფრულ აქტივებს შენთვის ხელმისაწვდომს ხდის. ამ ხედვის გაგრძელებაა ინოვაციური ლოიალობის სისტემა – ჰეშბექი, რომლის ფარგლებშიც შენი ყოველდღიური ხარჯები კრიპტოინვესტიციად გარდაიქმნება.
პირველი ბიტკოინი ჩვენზეა
კრიპტოაქტივების სამყაროში შესასვლელად, ჰეშბანკმა შენთვის ყველაზე მოკლე გზა შექმნა. ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული ფინანსები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამიტომ პირველი ნაბიჯის გადადგმას გიმარტივებთ: კამპანიის ფარგლებში, თუ აპლიკაციაში რეგისტრაციასა და ვერიფიკაციას გაივლი, ჩვენგან სასტარტო საჩუქრად 10 ლარის ეკვივალენტ ბიტკოინს მიიღებ. სარეგისტრაციო ბონუსი პროცესის დასრულებისთანავე, მომენტალურად აისახება შენს ლოიალობის ბალანსზე.
ქეშბექის ნაცვლად – 2%-იანი ჰეშბექი
ჰეშბანკში შენი ყოველდღიური ხარჯი პირდაპირ ბიტკოინად გარდაიქმნება. კამპანიის ფარგლებში, 4-ჯერ გაზრდილ, 2%-იან ჰეშბექს გთავაზობთ. 31 მაისის ჩათვლით გაქვს შესაძლებლობა, ჩაერთო აქციაში და მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჰეშბარათით შესრულებული ნებისმიერი გადახდიდან – ონლაინ სივრცეში თუ უშუალოდ სავაჭრო ობიექტში – თანხის 2% ბიტკოინის სახით დაიბრუნო. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაგროვებას სტანდარტული, 0.5%-იანი განაკვეთით გააგრძელებ.
მთავარი დეტალები, რაც უნდა იცოდე:
სისწრაფე და სიმარტივე: ჰეშბანკში რეგისტრაცია და ციფრული ბარათის აღება სრულად დისტანციურია. ონბორდინგის პროცესს სულ რაღაც 2-3 წუთი სჭირდება.
მომენტალური დარიცხვა: ჰეშბექი ტრანზაქციის შესრულებისთანავე, მყისიერად აისახება შენს ლოიალობის ბალანსზე.
ყოველთვიური ლიმიტი: თვის განმავლობაში მაქსიმუმ 100 ლარის ეკვივალენტი ბიტკოინის დაგროვებას შეძლებ.
მინიმალური ტრანზაქცია: ინვესტირების დასაწყებად დიდი თანხები საჭირო არ არის – ჰეშბექი 5 ლარიდან ზემოთ შესრულებულ გადახდებზე ირიცხება.
2%-იანი ჰეშბექის ხანგრძლივობა: გაზრდილი სარგებელი შენი რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული:
თუ უკვე ჩვენი მომხმარებელი ხარ: 2%-ს კამპანიის დაწყებიდან (2 თებერვლიდან) 2 თვის განმავლობაში მიიღებ.
თუ 31 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდები: 2%-იანი ბონუსი რეგისტრაციის დღიდან 2 თვის განმავლობაში დაგერიცხება.
2-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ: ჰეშბექის დარიცხვა სტანდარტული, 0.5%-იანი განაკვეთით გაგრძელდება.
სრული კონტროლი შენს აქტივებზე
პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: ყოველი გადახდის შემდეგ, დარიცხული ბიტკოინის შესახებ მომენტალურად იღებ შეტყობინებას, აპლიკაციაში კი დეტალურად აკონტროლებ დაგროვების ისტორიას. დაგროვილი ბიტკოინის გადატანა ძირითად კრიპტობალანსზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლია. ამის შემდეგ თავად წყვეტ, როგორ განკარგო აქტივი: გაანაღდო, გადარიცხო თუ ინვესტირება გააგრძელო.
ლიცენზირებული და უსაფრთხო გარემო
ჰეშბანკში კრიპტოაქტივების მართვა ლიცენზირებულ საბანკო გარემოში ხდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი შენი ფინანსების უსაფრთხოებაა, რასაც უზრუნველყოფს მრავალშრიანი დაცვა, ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი და აქტივების შენახვის თანამედროვე მექანიზმები. შენი ციფრული ფინანსები ყოველთვის საიმედო ხელშია.
კამპანია 31 მაისის ჩათვლით გრძელდება! გამოიყენე შენი Visa ჰეშბარათი და თავად ნახე, როგორ მარტივად იქცევა ყოველდღიური ხარჯი შენს გრძელვადიან ინვესტიციად.
მზად ხარ, დაიწყო დაგროვება?
ჰეშბანკის ახალი კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილო აქ.