ირანი გაეროს: “არამტრულ” გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტეში გავლა – Reuters

გამოცემა Reuters იუწყება, რომ მათ მიერ ნანახი საბუთის მიხედვით, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას აცნობა, რომ “არამტრულ გემებს” შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გავლა, თუ ისინი ირანის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ.
“არამტრულ გემებს, მათ შორის სხვა სახელმწიფოების კუთვნილ ან მათთან ასოცირებულ გემებს, შეუძლიათ – იმ პირობით, რომ ისინი არც მონაწილეობენ და არც უჭერენ მხარს ირანის წინააღმდეგ აგრესიის აქტებს და სრულად იცავენ დეკლარირებულ უსაფრთხოებისა და დაცვის რეგულაციებს – ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უფლებით სარგებლობა კომპეტენტურ ირანულ ხელისუფლებასთან თანამშრობლობით,” – წერია ცნობაში.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობა გაეგზავნა 15 წევრისგან შემდგარ უშიშროების საბჭოს და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს. შემდეგ ის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 176 წევრს შორის გავრცელდა.
ცნობის მიხედვით, ირანმა “მიიღო აუცილებელი და პროპორციული ზომები, რათა აგრესორებმა და მათმა მხარდამჭერებმა არ გამოიყენონ ჰორმუზის სრუტე ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციების გასაგრძელებლად” და დასძენს, რომ -ს ან ისრაელის გემები, აღჭურვილობა და ნებისმიერი აქტივი, “ისევე როგორც აგრესიის სხვა თანამონაწილეები, ვერ ისარგებლებენ უდანაშაულო ან არამტრულ გავლის უფლებით.”