პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანდის ამბის კვალდაკვალ, როცა მისთვისაც და ეკლესიისთვისაც უმძიმესი პერიოდი იდგა, შესაბამისად, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს

როგორც ტატოს მერანის ჭენებას, ისე არა აქვს სამძღვარი კოლექტიური, ანტიქართული და ანტიეკლესიური ნაცსექტის ფარისევლობას… ვითომ გარდაცვლილ პატრიარქს პატივს სცემენ (მაგ სიმართლით იარეთ თქვენ, კრებსითო გვარამია-ვაშაძეებო), მის მიერ ტახტის მოსაყდრედ გამორჩეული მეუფე შიოს წინააღმდეგ კი პოლიტიკურად ორგანიზებულ, ბინძურ კამპანიას აწარმოებენ (უკაცრაული პასუხია, კვერთხი არავის გადაუღუნონ, მაგრამ მაინც), – წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა. ხუბუა ყურადღებას ამახვილებს მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების დროზე და აცხადებს, რომ პატრიარქმა იგი ე.წ. ციანიდის ამბის კვალდაკვალ გამოარჩია და ნდობა ქართული ეკლესიისთვის უმძიმესი პერიოდის დროს გამოუცხადა. მისივე თქმით, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, გარდაცვლილ პატრიარქთა ბრძოლას ნიშნავს.
“რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანდის ამბის კვალდაკვალ, როცა პირადად მისთვისაც და ქართული ეკლესიისთვისაც უმძიმესი პერიოდი იდგა. ანუ ყველაზე რთულ ვითარებაში გამოუცხადა ნდობა. შესაბამისად, დღეს ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს, რასაც ეს ნაცლიბერალური სექტა ისედაც ყოველთვის აკეთებდა, თუმცა ახლა ამას უკვე პოლიტიკური და მორალური მოროდიორობის სახე აქვს,” – წერს ჯაბა ხუბუა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა