ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, As-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ჰქონდა თუ არა ლიონელ მესის რაიმე გავლენა კატალონიური გუნდის ტრანსფერებსა და მწვრთნელების არჩევანზე.
“ბლაუგრანას” ყოფილმა მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ლეგენდარულ არგენტინელს 2020 წელს გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა მან ამის უფლება არ მისცა.
“ყველა ლეოს ძალაზე საუბრობს. როდესაც ის “ბარსელონაში” იყო, ფეხბურთელების მოყვანასა და გაშვებაზე, ასევე მწვრთნელებზე ის გადაწყვეტილებას არ იღებდა. სპორტული საკითხების გარდა, ის არასდროს იღებდა რაიმე გადაწყვეტილებას.
2020 წლის აგვისტოში მესიმ წასვლა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. ის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი და შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.
მისთვის უფასო ტრანსფერის შეთავაზება არ შემეძლო და თანაც, კონტრაქტი აკავშირებდა. ვფიქრობ, მან ეს გაიგო და სწორედ ამიტომ დარჩა”, – თქვა ბართომეუმ.