პენსია აუცილებელი ხარჯების 22%-ს ჰყოფნის — საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა

ახალი მონაცემების შესაბამისად, რომელიც კომპანია HR კომპანია Moorepay-მ კვლევის საფუძველზე დაამუშავა და ევრონიუსმა გამოაქვეყნა, ევროპის 39 ქვეყნიდან 20 ქვეყანაში პენსია ცხოვრების ხარჯებს არ ჰყოფნის. ცხოვრებისთვის ყველაზე არასაკმარისი ოდენობის თანხას კი, პენსიის სახით, საქართველოში იღებენ.

კვლევის შედეგები 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემები გასაშუალოებულია. სიტუაცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს ქვეყნის შიგნით საცხოვრებელი ადგილის, ქალაქის მიხედვით.

ევროპის დასავლეთ და ჩრდილოეთ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების პენსია არათუ ჰყოფნის, არამედ ხშირად ბევრად სცდება კიდეც ცხოვრების აუცილებელ ხარჯებს. ევროპის აღმოსავლეთში მდგომარეობა საპირისპიროა — პენსია არაა საკმარისი საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ამ ქვეყნებს შორისაც საქართველო მთლად ბოლო ადგილზეა.

აუცილებელ ხარჯებში კომპანიას არ გაუთვალისწინებია ბინის ქირა. ამ შემთხვევაში შედეგები უფრო სავალალო იქნებოდა და იმ ქვეყნების რიცხვიც კიდევ უფრო გაიზრდებოდა, სადაც პენსია ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. კვლევაში გათვალისწინებულია ძირითადად კვების, გადაადგილების, კომუნალური გადასახადებისა და სხვა ყოველდღიური ხარჯები.

39 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ლუქსემბურგია, სადაც პენსია ორჯერ და მეტად უფრო დიდია, ვიდრე იქაურ პენსიონერს ცხოვრების საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დასჭირდებოდა — პენსია 225%-ით ფარავს ძირითად ხარჯებს. ბოლო ადგილზე მყოფ საქართველოში კი პენსია ძირითადი მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ჰყოფნის.

ორჯერ და მეტად აღემატება საბაზისო ხარჯებს პენსია იტალიასა (210%) და ფინეთშიც (208%). ესპანეთსა (199%) და დანიაში (189%) თითქმის ორჯერ მეტია. მაღალი პენსიებით გამოირჩევა ასევე ისლანდია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და შვედეთი.

საქართველოზე ოდნავ უკეთესი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაა უკრაინასა და ალბანეთში, სადაც პენსია ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯების 29%-ს ჰყოფნის. მოლდოვაში ეს მონაცემი 42%-ია. ეს ოთხი ქვეყანაა მთელ ევროპაში, სადაც ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯების ნახევრისთვისაც კი არაა პენსია საკმარისი.

დეტალურად ქვეყნების ჩამონათვალი და მათი რიგითობა ასე გამოიყურება:

  1. ლუქსემბურგი – 225%
  2. იტალია – 210%
  3. ფინეთი – 208%
  4. ესპანეთი – 199%
  5. – 189%
  6. ისლანდია – 179%
  7. ნორვეგია – 178%
  8. გერმანია – 176%
  9. ბელგია – 170%
  10. ავსტრია – 165%
  11. საფრანგეთი – 160%
  12. ნიდერლანდები – 159%
  13. შვედეთი – 158%
  14. შვეიცარია – 131%
  15. ირლანდია – 126%
  16. გაერთიანებული სამეფო – 120%
  17. პოლონეთი – 112%
  18. ჩეხეთი – 108%
  19. საბერძნეთი – 103%
  20. სლოვენია – 95%
  21. – 94%
  22. – 91%
  23. პორტუგალია – 90%
  24. მონტენეგრო – 89%
  25. ლიეტუვა – 85%
  26. ხორვატია – 82%
  27. უნგრეთი – 81%
  28. ბულგარეთი – 78%
  29. რუმინეთი – 73%
  30. სერბეთი – 68%
  31. ლატვია – 65%
  32. თურქეთი – 64%
  33. ჩრდილოეთ მაკედონია – 61%
  34. კვიპროსი – 58%
  35. ბოსნია და ჰერცეგოვინა – 53%
  36. მოლდოვა – 42%
  37. – 29%
  38. ალბანეთი – 29%
  39. საქართველო – 22%