სუს-ში, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, ბექა ვარდოსანიძე იკითხება – რა წერია მუქარის შემცველ წერილში, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ალტ-ინფოს“ წევრის გამოკითხვა მიმდინარეობს. ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით იკითხება. მანამდე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან. დასახელებული იყო კონკრეტული ლოკაციებიც.
ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც ცრუ შეტყობინების მიხედვით აფეთქება უნდა მომხდარიყო, ტელეკომპანია “იმედია”. ტელეკომპანიამ მეილზე მიიღო წერილი, რომელშიც, მუქარის გარდა, წერია, რომ დანაღმულია შენობა, ავტომობილები, ევროკავშირი და სხვა ლოკაციები. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ წერილი იწყება მიმართვით – “ყველა მოკვდება”. წერილში ასევე პირდაპირ არის მითითებული ავტორი, რომელიც წერს:
“ყველა მოკვდება!!!
მე, ბექა ვარდოსანიძემ, უკვე დავნაღმე თავისუფლების მოედანი, როგორც თქვენი სატელევიზიო მანქანები, ევროკავშირი და *** თქვენ ტროტილის გარდა ამაღამ ხალხს არაფერი შეხვდება პანკისელი ბოევიკებისგან. პოლიცია აიგნორებს ჩვენ მოთხოვნილებებს, რადგან ხუმრობა ჰგონია. დაე, აღსდგეს სამართალი და დაეცეს პროდასავლური მედია ბ****ო!!!! ყველანი მოკვდებით!!!!“.
სწორედ ამის გამო დაიბარეს ბექა ვარდოსანიძე გამოკითხვაზე. “ალტ-ინფოს” სხვა წევრები აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას მიტინგები უაზრობაა – უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს

ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”