Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავიLeon Neal/Getty Imagesკოლუმბიის თავდაცვის სამინისტრომ 23 მარტს განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში საჰაერო ძალების Hercules C-130-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, 110 სამხედრო იმყოფებოდა.
თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, შემთხვევა თვითმფრინავის აფრენის დროს მოხდა, როცა პერუს საზღვართან მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან შეიარაღებული ძალების სამხედროების ტრანსპორტირება მიმდინარეობდა.
“მსხვერპლის რაოდენობა და ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის,” დაამატა მან.
ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ჩამოვარდა ბოლივიის საჰაერო ძალების კუთვნილებაში არსებული მორიგი Hercules C-130-ის თვითმფრინავიც, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა.