23 მარტს ტეხასის შტატის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ობიექტზე გაჩნდა ხანძარი.
ინფორმირებულმა წყაროებმა გამოცემა Reuters-ს განუცხადეს, რომ აფეთქების შემდეგ კომპანია პორტ არტურის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას აჩერებს, რომელიც ყოველდღიურად საშუალოდ 380 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს.
წყაროების თქმით, სამუშაოს შეჩერება ხანძრის ლოკალიზების საჭიროების გამო გახდა საჭირო. მათ Reuters-ს ასევე აცნობეს, რომ აფეთქების შედეგად, რომლის ხმაც 17 კილომეტრის დაშორებითაც ისმოდა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის ამსახველი კადრებიც: