ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ადგილობრივებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, შაბათს ღამით ჰიუსტონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა.
ადგილობრივ გამოცემა KHOU11-თან საუბრისას შერი ჯეიმსი, სპრინგის დასახლებაში მცხოვრები, იხსენებს, რომ მისი შვილიშვილი ამბის შესამოწმებლად გავიდა და ჭერში ხვრელი შენიშნა. შერი ჯეიმსმა შემდეგ ქვა დაინახა და მეტეორს მიამსგავსა.
მომხდარის შესახებ მან ადგილობრივ სახანძრო სამსახურს შეატყობინა. როგორც იხსენებს, “თავიდან იფიქრეს, იქნებ თვითმფრინავიდან ჩამოვარდა რამეო”. ამის მიუხედავად, მოგვიანებით ქალს აცნობეს, რომ ჰიუსტონის ჩრდილოეთით მეტეორის დაფიქსირებაზე შეიტყვეს. იგი ჰაერში ნაწილებად დაშლილა.
შაბათს NASA-მ მეტეორის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და პლატფორმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა:
“ტეხასში თვითმხილველებმა დღეს კაშკაშა ცეცხლოვანი ბურთი შენიშნეს [ადგილობრივი დროით 16:40 საათზე]… არსებული მონაცემებით, მეტეორი ჰიუსტონის ჩრდილო-დასავლეთით, სტეიჯქოუჩის თავზე, დაახლოებით 79 კილომეტრ სიმაღლეზე, გამოჩნდა. ის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 56 000 კმ./სთ. სიჩქარით გადაადგილდებოდა და ბამელის თავზე, 47 კილომეტრ სიმაღლეზე, დაიშალა”.
NASA-მ განაცხადა ისიც, რომ მეტეორი დაახლოებით ერთ ტონას იწონიდა, მისი დიამეტრი კი დაახლოებით 90 სანტიმეტრი იყო. მისმა დაშლამ წნევის ტალღა წარმოქმნა და სწორედ ამან წარმოქმნა გუგუნის ხმა, რომელიც ამ არეალში გაიგონეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ცეცხლოვანი ბურთის გამოჩენისას ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმები გაიგონეს. ბრიჯლენდში მცხოვრებმა ვენდი ჰეპნერმა KHOU11-ს განუცხადა, რომ მოვლენა “ჭექა-ქუხილს ჰგავდა, თუმცა ცა სრულიად მოწმენდილი იყო”. დიკინსონში მცხოვრებ შაილი ტროკილს ცაზე პატარა ცეცხლოვანი ბურთი დაუნახავს, რომელიც მალევე გაქრა.
მეტეორიტები ოჰაიოდან
ჰიუსტონის შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ოჰაიოში მეტეორმა ისეთი ხმამაღალი ბგერითი დარტყმა გამოიწვია, რომ იგი პენსილვანიაშიც კი გაიგონეს.
ფოტო: Sue Ogrocki/AP
შაბათს ჰიუსტონში მომხდარმა ამბავმა ბევრს 2025 წლის აგვისტოს შემთხვევა გაახსენა, როდესაც ჩერი პომიდვრის ზომის ცეცხლოვანმა ბურთმა ატლანტაში ერთ-ერთი სახლი გახვრიტა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს 4,56 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი მეტეორიტის ნამსხვრევი იყო.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს10198 ნახვა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს7224 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული3700 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3270 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს2961 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მეცნიერება
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
კოსმოსი
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
გადახედვა
მეცნიერება
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
ფიზიკა
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს