მედია: -უკრაინის საერთო ფონდიდან უკრაინული ტექკომპანია პირველ ინვესტიციას მიიღებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროგამოცემა Kyiv Independent-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, -სთან დადებული ე.წ. “მინერალების შეთანხმების” ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის სექტორის ტექნოლოგიურმა კომპანიამ პირველ ეკონომიკურ გარიგებას მიაღწია.
ინფორმირებულმა წყაროებმა გამოცემას აცნობეს, რომ აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის მხრიდან მიმდინარე წელს დაგეგმილი სამი ინვესტიციიდან პირველი უკრაინულ ორმაგი მოხმარების ტექნოლოგიურ კომპანიას, Sine Engineering-ს ერგება.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, შეთანხმებას ფორმალურად უკრაინული მხარე და აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) გამოაცხადებენ. DFC-მ კიევთან ერთად ფონდი მიმდინარე კვირაში დააარსა და ამჯერად ამერიკული სამთავრობო სააგენტოს წარმომადგენლები კიევში იმყოფებიან, რათა უკრაინელ კოლეგებთან ფონდთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ ინვესტიციის ზომა ჯერჯერობით უცნობია. Kyiv Independent-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს განცხადებების მისაღებად ვებ პორტალის გახსნის შემდეგ ფონდში 130-ზე მეტი პროექტი გაიგზავნა.
აშშ-სთან დადებული შეთანხმების ფარგლებში, პირველი ათი წლის განმავლობაში ფონდში შესული ყოველგვარი მოგების რეინვესტირება უკრაინის ეკონომიკაში მოხდება. სექტემბერში ვაშინგტონმა და კიევმა უკვე გამოყვეს 75-75 მილიონი დოლარი სტარტაპების დასაფინანსებლად.
2022 წელს ლვივში დაარსებული კომპანია Sine Engineering-ის თანადამფუძნებელი ტექნოლოგიის სფეროს ანტრეპრენერი, ანდრიი ჩულიკია, რომელიც ახლა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.
საწყის ეტაპზე კომპანია, რომელმაც აშშ-უკრაინის საერთო ფონის პირველ ინვესტიცია მოიგო, მხოლოდ ხუთ მოხალისეს მოიცავდა, თუმცა, ამჟამად მასში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
უკრაინაში კომპანია თავისი სატელიტისგან დამოუკიდებელი სანავიგაციო პროგრამული უზრუნველყოფით გახდა ცნობილი, რაც დრონებს GPS-ისგან დამოუკიდებლად ფრენის საშუალებას აძლევს. ამასთანავე, ინტერვიუში ჩულიკმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კომპანიამ შექმნა ტექნოლოგია, რომელიც დრონების მასობრივად კონტროლის საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ერთმა პილოტმა რამდენიმე დრონი ერთდროულად მართოს.
ჩულიკის თქმით, ამ დროისთვის კომპანია 100-ზე მეტ დრონების მწარმოებელს ემსახურება, როგორც უკრაინულს, ისე საზღვრების გარეთაც, და მათ დრონებს ჩახშობისგან იცავს ფრონტის ხაზის ისეთ ზონებში, სადაც GPS დაბლოკილია.