-ს სენატმა მარკუეინ მალინი ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა ოკლაჰომის სენატორი მარკუეინ მალინი ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 54-მა სენატორმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 45 იყო.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალინი თანამდებობაზე მარტში წარადგინა, მას შემდეგ რაც ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი გაათავისუფლა.
ცნობისთვის, მალინმა 2025 წლის სექტემბერში MEGOBARI აქტის კონგრესში წინსვლა დაბლოკა.
გამოცემა The Hill ამ წლის იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება, რომ რესპუბლიკური პარტიის დონორს და ნავთობინდუსტრიის ტეხასელ აღმასრულებელ დირექტორ სტივ ნიკანდროსს სენატორი მალინისა და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის საარჩევნო კამპანიებისთვის თანხა აქვს გაღებული.
The Hill: ფრონტერას დამფუძნებელი MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს
მალინმა The Hill-ს 2025 წლის სექტემბერში განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა MEGOBARI-ის აქტის მიმართ ნიკანდროსთან კავშირში არ არის. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს მალინი ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანიას, Frontera Resources-ს, საქართველოს მთავრობასთან არსებულ დავაში ლობირებდა.