გირაო, ვიდრე განაჩენი გამოვიდოდა შესთავაზეს მას და რა ვიცი, ჟანა დარკად წარმოგვიდგინა თავი, რომ “არავითარ შემთხვევაში მე ამას არ მივიღებ უკანონო ხელისუფლებისგან, ამას ვიზამ იმას ვიზამ” და თვითდაპატიმრების პირველი სტადია მაშინ გამოამჟღავნა…
კანონი მხოლოდ ერთ პირობას აწესებს, რომ ის აღიარებს თავის დანაშაულს და ასეთ შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი, რომ პირობითი სასჯელი განესაზღვროს და გარეთ იყოს და ისე მოიხადოს სასჯელი. ამაზეც უარს ამბობს. ჰოდა, თუ ახლა ეს გზა თვითონ აირჩია დაგვანებოს რა ჩვენ თავი. ხომ არის წამებული რაინდი? ჰოდა, წელიწადნახევარი როგორმე აიტანოს ისევ თავისი ქცევის გამო, რაც გააკეთა.თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.