პოლიტიკასაზოგადოებასამართალი
მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
6
წაკითხვა
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობის განაჩენს ეხმაურება. მისი თქმით, “მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება თეორიულადაც დაუსაბუთებელია. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა არის აშკარად უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების კიდევ ერთი ნიშანი. ცხადია, რომ ამ საქმეს პირველ რიგში პოლიტიკური განზომიელბა აქვს”.
“აღმაშფოთებელია და ამორალური ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენი.მოდით, ჯერ შევაფასოთ საკითხის სამართლებრივი მხარე.სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რაც უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან ზიანს. “მნიშვნელოვანი ზიანი” ამ მუხლის მიზნებისთვის სახეზეა მაშინ, თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, “განადგურება” გულისხმობს ნივთის ისეთ მდგომარეობას, როდესაც იგი სრულად უსარგებლო ხდება ან აღარ არსებობს, ხოლო “დაზიანების” შემთხვევაში ნივთი კვლავ არსებობს, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია.მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერა იშლება.ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას სპეციალური კანონი, საარჩევნო კოდექსი, ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ ეხება სააგიტაციო მასალას. ეს კი გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრალის აბსურდულობას.ამავე კოდექსით რეგულირდება უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც.იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტურად დადგინდება, რომ ბანერის დაზიანებას ადგილი ჰქონდა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი მაინც არ არსებობს. შესაბამისი ნორმების ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენება.ამასთან, სახდელის დაკისრებისას აუცილებელია შეფასდეს, ექცევა თუ არა პოლიტიკოსის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება მოიცავს სიმბოლურ ქმედებებსაც. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ბანერზე წარწერის გაკეთებაც, რაც ქმედების მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებებში ჩარევად.სისხლის სამართალი გამოიყენება როგორც ultima ratio, უკანასკნელი საშუალება, და მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა, უფრო მსუბუქი სამართლებრივი რეაგირება (მაგალითად, ადმინისტრაციული სანქცია) არ არის საკმარისი. ამ პრინციპის იგნორირება ნიშნავს სისხლის სამართლის პოლიტიზაციას და მისი ფუნქციის ფუნდამენტურ დეფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება თეორიულადაც დაუსაბუთებელია.ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა არის აშკარად უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების კიდევ ერთი ნიშანი.ცხადია, რომ ამ საქმეს პირველ რიგში პოლიტიკური განზომიელბა აქვს. პოლიტიკოსების დასჯა პოლიტიკური ქმედებისთვის მის პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიაზე მიუთითებს. პოლიტიკურ სისტემაში, სადაც სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების დევნისთვის, სამართლის სისტემას ბუნებას უცვლის და მას პოლიტიკური კონტროლის და დასჯის მექანიზმად, სასამართლოს კი დომინანტური პარტიის ნების ბრმა შემსრულებლად აქცევს. ასეთ პირობებში მართლმსაჯულება კარგავს დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტსაც კი.თუმცა, შეუძლებელია ამ საკითხზე არ ვილაპარაკოთ მორალური გადმოსახედიდან. ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რომელიც მათ შორის, შესაძლოა წლების განმავლობაში მიღებულ პოლიტიკურ სტრესთანაც იყოს დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის უკიდურესად ამორალური. არც ერთ წინა პოლიტიკურ რეჟიმს ქალების მიმართ ასეთი ამორალური გადაწყვეტილებები არ მიუღია, როგორც ამას ოჯახის დამცველად თვითმონიშნული, სრულიად კაცებისგან დაკომპლექტებული ქართული ოცნების ლიდერშიპი აკეთებს.მხნეობა და გამძლეობა ელენე ხოშტარიას, რომელიც საკუთარი სხეულით ეწირება ქართული ოცნების რეჟიმთან ბრძოლას და ამის ნახვა ძალიან მძიმეა ბევრი მოქალაქისთვის მიუხედავად იმისა, მის პოლიტიკურ მოსაზრებებს ის ეთანხმება, თუ არა”, — წერს თამთა მიქელაძე.
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
დღეს, 24 მარტს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით “რუსული ოცნების” დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
კომენტარები
გადახედვა
მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
გადახედვა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
პილოტმა ცაზე “დახატული” მანევრით პატივი მიაგო ერაყში დაღუპული გვარდიელების ხსოვნას
პილოტმა ცაზე “დახატული” მანევრით პატივი მიაგო ერაყში დაღუპული გვარდიელების ხსოვნას
გადახედვა
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
გადახედვა
აშშ-ის სასამართლომ პენტაგონის მიერ მედიის შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნო
აშშ-ის სასამართლომ პენტაგონის მიერ მედიის შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნო
რატომ გვიჭირს დაძინება, როცა სხეული ზედმეტად დაღლილია?
რატომ გვიჭირს დაძინება, როცა სხეული ზედმეტად დაღლილია?
გადახედვა
Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
“სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ” — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
“სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ” — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
გადახედვა
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
გადახედვა
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
გადახედვა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
გადახედვა
“თავისუფლების მოედანი” კამპანია “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში იმერეთს ეწვევა
“თავისუფლების მოედანი” კამპანია “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში იმერეთს ეწვევა
გადახედვა
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
კვირის ტოპ-5
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”3587 ნახვა
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი?1017 ნახვა
აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი” ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად825 ნახვა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა638 ნახვა
“ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს”509 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მსოფლიო
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
საზოგადოება
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
გადახედვა
საზოგადოება
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
გადახედვა
მუსიკა
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
ჯანმრთელობა
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
გადახედვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა
Sci-Tech
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა
ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა
გადახედვა
რელიგია
მრევლს სიონში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება
მრევლს სიონში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი
ამანდა პიტის მიერ ჟურნალ The New Yorker-ისთვის დაწერილი ესსე, რომელიც აღწერს მსახიობის ბრძოლას მკერდის კიბოსთან და მის…
HRANA: აშშ-ირანის ომის დროს სულ მცირე 1 400 ირანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 214 ბავშვია
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
სუს: 22 მარტს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ცრუ ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა
რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს