ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ

ადამიანიSci-Techმეცნიერება
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ფოტო: Royal Society Open Science (2026)
2
წაკითხვა
ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში სიარულის მანერა ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ასახავს. მაგალითად, მძიმე ნაბიჯები ხშირად ბრაზთანაა დაკავშირებული, მოხრილი მხრები კი შეიძლება სევდიანობაზე მიანიშნებდეს. მოწინავე ტელეკომუნიკაციების კვლევითი ინსტიტუტის (იაპონია) მეცნიერებმა ამ თემის კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტეს.
გუნდმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარა. პირველში მსახიობებს დაავალეს, თავიანთი ცხოვრებიდან სხვადასხვა ემოციის გამომწვევი მოვლენა გაეხსენებინათ, მაგალითად, ბრაზის, ბედნიერების, შიშის ან სევდის. ამ მოგონებებზე ფიქრისას მსახიობებს სიარული დაავალეს. გარდა ამისა, მათ სახის ნეიტრალური გამომეტყველება უნდა შეენარჩუნებინათ.
ჩანაწერები სპეციალურ ვიდეოებად აქციეს, რომლებშიც სხეულის მთავარ სახსრებს 17 თეთრი წერტილი აღნიშნავდა. ეს კადრები ზრდასრული ასაკის მოხალისეებს აჩვენეს, რომლებსაც თავიანთ მიერ აღქმული ემოციის შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ ხელი. აღნიშნულ ამოცანას მათ თავი წარმატებულად გაართვეს: იმ ნიშნულზე გაცილებით მაღლა, რომელიც უბრალოდ დამთხვევას შეესაბამება.
ამის შემდეგ მკვლევრებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც პრინციპული კომპონენტის ანალიზის (PCA) სახელითაა ცნობილი. მათ სიარული სხვადასხვა კომპონენტად დაყვეს, მაგალითად, თავის მოძრაობად. მეცნიერებმა ერთი კანონზომიერება შენიშნეს: მოხალისეებმა ემოციები ძირითადად მკლავისა და ფეხის ქანაობის (ამას PC2 უწოდეს) სიგანისა და დროის მიხედვით შეაფასეს.
მეორე ექსპერიმენტში მეცნიერებმა სიარულის ნეიტრალური მანერა გააანალიზეს და ის PC2-თან მიმართებით განიხილეს. აღმოჩნდა, რომ ემოციების შესაბამისად ცდისპირები კიდურებს ნაკლებად ან მეტად აქანებდნენ. მოხალისეებმა ემოციების ამოცნობა ამჯერადაც სწორად შეძლეს: მსახიობები უფრო გაბრაზებულნი იყვნენ, როცა კიდურებს მეტად აქანებდნენ; სევდის ან შიშის შემთხვევაში კი — ნაკლებად.
მკვლევრები განმარტავენ, რომ ეს მიგნება ფსიქოლოგიის მიღმაც შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, ამ ცოდნით შეიძლება უფრო რეალისტური ანიმაციები შევქმნათ ან რობოტების გაწვრთნისას გავითვალისწინოთ.
ნაშრომი გამოცემაში Royal Society Open Science გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს10731 ნახვა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს8036 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული4022 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3387 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3326 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მეცნიერება
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა