NYT: საუდის პრინცი ტრამპს ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ტრამპი და პრინცი მუჰამედი თეთრ სახლში, 2025 წელი.Haiyun Jiang/The New York TimesThe New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერია, -ს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ირანის წინააღმდეგ კამპანია გააგრძელონ, რადგან ეს, მისი აზრით, ახლო აღმოსავლეთის ცვლილების “ისტორიული შესაძლებლობაა”.
წყაროების თქმით, ბოლო კვირაში გამართული საუბრების დროს პრინცმა მუჰამედმა ტრამპს ურჩია, რომ ირანის რადიკალური შეხედულებების მქონე რეჟიმის განადგურება უნდა გააგრძელოს. NYT-ის წყაროების თქმით, მუჰამედ ბინ სალმანი თვლის, რომ ირანი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და მისი უვნებელყოფა მხოლოდ მისი ხელისუფლების მოშორებითაა შესაძლებელი.
ირანთან მიმართებით მსგავსი შეხედულებები აქვს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. თუმცა, ისრაელის პრემიერისთვის მოწინააღმდეგე ქვეყანაში სისტემის სრული ჩამოშლა და ვერშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა გამარჯვებად იქნება აღქმული, რასაც ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი სიტუაცია მათ უშიშროებას საფრთხეს შეუქმნის.
NYT-თან საუბარში საუდის არაბეთის მაღალჩინოსნები უარყოფენ, რომ პრინც მუჰამედს ომის გაგრძელება სურს. მათი თქმით, “ყოველთვის უჭერდა მხარს კონფლიქტის გადაჭრას, მანამდეც კი, სანამ დაიწყებოდა”.
NYT-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპმი რამდენჯერმე განიხილავდა საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, თუმცა პრინცმა მუჰამედი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ეს შეცდომა იქნებოდა და -ს პრეზიდენტს თეირანის რეჟიმის დასასუსტებლად ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ურჩევდა. ამავე წყაროების თქმით, საუდის არაბეთის ფაქტობრივი ლიდერი კარგ იდეად თვლის კუნძულ ხარგზე აშშ-ს სახმელეთო ოპერაციასა და მის დაკავებას. NYT-სთან მოსაუბრე ანონიმური პირები ასევე ამბობენ, რომ მოჰამედ ბინ სალმანთან საუბარში ტრამპმა გამოთქვა შიში ნავთობის ფასების ზრდასა და ეკონომიკისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. საუდის პრინცი აშშ-ს პრეზიდენტს არწმუნებდა, რომ ეს ზარალი მხოლოდ დროებითია.