თამთა მიქელაძე Forbes-ის რეიტინგზე: ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას

9
წაკითხვა
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე Forbes-ის მიერ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგს ეხმაურება, სადაც პირველ ათეულში მხოლოდ მილიარდერები არიან.
Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. ამასთან, საქართველოს უმდიდრესთა ასეულში 12 ქალია
თამთა მიქელაძე წერს, რომ “დათვლებით, სიმდიდრის 45% მოდის კონცენტრირებულ ბაზრებზე, სადაც მონოპოლიური აქტორები განსაზღვრავენ თამაშის წესებს (რეგულაციები, ფასები და ა.შ.). მისივე თქმით, “ასეთი ეკონომიკის სტრუქტურული გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სოციალურ რეალობაზე უმძიმესია: ასეთი ტიპის ეკონომიკა არ ქმნის მასობრივ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო ადგილებს, საბოლოოდ კი სიმდიდრე “არ იჟონება ქვემოთ”. ამიტომაც ასეთი ეკონომიკის პირდაპირი შედეგია სოციალური სტაგნაცია, დაბალი სოციალური მობილობა, ახალგაზრდების ემიგრაცია და საშუალო კლასის სისუსტე”.
“შევეცადე, რომ ნიუნსურად გამეანალიზებინა ფორბსის მიერ მომზადებული ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგს და მათი მოკლე ბიოგრაფიების კონსოლიდაციას წარმოადგენს.ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ვთქვათ, რომ ეს მონაცემები გვაძლევს არა უბრალოდ იმის სურათს, თუ “ვინ არის მდიდარი საქართველოში”, არამედ სურათს იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა, ძალაუფლების განაწილება და საბოლოოდ განვითარების მოდელი. ჩანს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც საქართველოს პოლიტეკონომიკურ სისტემას ხსნის და რომელსაც ყველა ოჯახი და მოქალაქე საკუთარ ცხოვრებაში ხედავს და განიცდის: 1. სიმდიდრის კონცენტრაცია ერთეულების ხელში და აშკარა ოლიგოპოლიური ეკონომიკის ნიშნები. სიის ტიპ ათეული აკონტროლებს სიმდიდრის 50 %, ტოპ ხუთეული კი 50 %. უფრო მეტიც, მხოლოდ 2 ადამიანი, ივანიშვილი და ლომთაძე, აკონტროლებს ქვეყნის უმდიდრესი 100-ის ქონების მესამედს. ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში სიმდიდრე ფართოდ განაწილებული არ არის და გადამწყვეტ ეკონომიკურ რესურსებს და ბერკეტებს მცირე ჯგუფი ფლობს. ასეთ სისტემაში რთულდება ახალი მოთამაშეების შემოსვლა და ცხადია, რომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ძალაუფლება ადვილად გარდაიქმნება პოლიტიკურ გავლენად. რაღაც გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სისტემაში ბაზარი არის სტრუქტურულად დომინირებული და მიკერძოებული ძლიერების სასარგებლოდ და კლასიკურად თავისუფალ საბაზრო სისტემასთან შეხება არ გვაქვს. 2.თვალში საცემია, რომ ეკონომიკურ სექტორებში დომინირებს ფინანსები და ბანკები, მონოპოლიური სერვისები, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, იმპორტი, რომელიც მიბმულია გლობალურ ბრენდებზე. და რაც ყველაზე მთავარია ინდუსტრიული ბაზა არის სუსტი და პრაქტიკულად არ ჩანს მაღალტექნოლოგიური წარმოება, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრია და ინოვაციური სექტორები. ანუ ქართული ეკონომიკა არ არის “რეალური ეკონომიკა”, რომელიც აწარმოებს და პროდუქტიულია, იმიტომ რომ ის არსებითად სერვისებზე, იმპორტზე და ფინანსებზეა დამოკიდებული. დათვლებით, სიმდიდრის 45 % მოდის კონცენტრირებულ ბაზრებზე, სადაც მონოპოლიური აქტორები განსაზღვრავენ თამაშის წესებს (რეგულაციები, ფასები და ა.შ.). 3.ასეთი ეკონომიკის სტრუქტურული გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სოციალურ რეალობაზე უმძიმესია:ასეთი ტიპის ეკონომიკა არ ქმნის მასობრივ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო ადგილებს, საბოლოოდ კი სიმდიდრე “არ იჟონება ქვემოთ”. ამიტომაც ასეთი ეკონომიკის პირდაპირი შედეგია სოციალური სტაგნაცია, დაბალი სოციალური მობილობა, ახალგაზრდების ემიგრაცია და საშუალო კლასის სისუსტე.უფრო მეტიც დააკვირდით, სერვისის სექტორებში კონკურენციის არარსებობის გამო, ხშირად ხდება (და ეს ჩვენი ყველას რეალობაა) ფასების გადაჭარბებული ზრდა, რაც საბოლოოდ მოქალაქეებს ე.წ. “ფარული გადასახადების” სახით აწვება.იმის გამო, რომ ასეთ ეკონომიკაში ეს სოციალური ტვირთი და ხარჯი ნაკლებად ხილულია, ის ნაკლებად ხდება პოლიტიკური დებატის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირია და სისტემური.შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას.4. უფრო ფართოდ და კრიტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი ქმნის რეალობას, სადაც ვიწრო ეკონომიკურ ელიტა მუდმივად უპირისპირდება ფართო და მასობრივ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და რომელიც, მათი შრომისა და გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება. ამიტომაც ეს არის არა უბრალოდ სიმდიდრის კონცენტრაცია, არამედ კაპიტალის უპირატესობა შრომაზე და მისი ამოღება ჩვენი შრომიდან და ოჯახებიდან (ყოველდღიური უსამართლოდ გაზრდილი მოსაკრებლებისა და ხარჯების სახით). 5.ძალიან თვალში საცემია პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის მემკვიდრეობა. 90-იანი წლებში დაგროვებული სიმდიდრე და პრივატიზაციის გზით მიღებული რესურსები და რაც ყველაზე მთავარია ამ მდიდარი მეწარმეების ასაკი. 50 + ასაკშია 100 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან 70, რაც აჩვენებს რომ სიმდიდრის 70 % ძველი ბიზნეს ელიტა ფლობს. ეს ტიპები გამდიდრდა 90-იანი და 2000-იანი წლების კრიზისების დროს, მგონი, მათმა მეზობლებმაც იციან. ამასთან საინტერესოა, რომ ამ სიმდიდრის 15-20 % კავშირშია პოსტსაბჭოთა კაპიტალთან გეოგრაფიულად. ამასთან თვალში საცემია ოჯახური კაპიტალიზმი. რეალურად ამ ბიზნესების 25-30% ოჯახურ/კლანური სტრუქტურებშია მოქცეული და მასში ცირკულირებს. ანუ სიმდიდრე ბრუნავს იგივე წრეში და არ ახასიათებს მობილობა. ის რომ საქართველო არ არის რესურსებით მდიდარი, ამ კლანური, ოლიგოპოლიური და დახურული ეკონომიკური სისტემის ზიანს უფრო ამსუბუქებს, თორემ ჩვენ მერე გვენახა აქ ავტოკრატია და შუა აზია.6. ცხადია, რომ ყველაზე თვალში საცემი პატერნი ეს ეკონომიკის და პოლიტიკის გადაჯაჭვაა და აშკარა მოძრაობა, როგორც ბიზნესიდან პოლიტიკაში, ისე პირიქით, პოლიტიკიდან ბიზნესში. მონაცემების დათვლით, ამ 100 ფიგურიდან 35-40% აქვს პირდაპირი თუ არაპირდაპირი პოლიტიკური კავშირი. ცხადია, რომ ამ პირობებში პოლიტიკა ხდება უფრო მგრძნობიარე ელიტების ინტერესების მიმართ და არა ამომრჩევლისა და ხალხის მიმართ.
კომენტარები
გადახედვა
თამთა მიქელაძე Forbes-ის რეიტინგზე: ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას
10 წუთის წინ
თამთა მიქელაძე Forbes-ის რეიტინგზე: ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას
კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
10 წუთის წინ
კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
გადახედვა
Nini Iris მზადაა, ევროვიზიაზე ისევ სცადოს ბედი — მოისმინეთ მომღერლის ორი ახალი სინგლი
20 წუთის წინ
Nini Iris მზადაა, ევროვიზიაზე ისევ სცადოს ბედი — მოისმინეთ მომღერლის ორი ახალი სინგლი
გადახედვა
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
33 წუთის წინ
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
გადახედვა
ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
2 საათის წინ
ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
ქვიზი: იქნებოდი თუ ვერა მეოთხე ბზიკი?
2 საათის წინ
ქვიზი: იქნებოდი თუ ვერა მეოთხე ბზიკი?
გადახედვა
მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
2 საათის წინ
მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
გადახედვა
პილოტმა ცაზე “დახატული” მანევრით პატივი მიაგო ერაყში დაღუპული გვარდიელების ხსოვნას
3 საათის წინ
პილოტმა ცაზე “დახატული” მანევრით პატივი მიაგო ერაყში დაღუპული გვარდიელების ხსოვნას
თიბისი კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო
3 საათის წინ
თიბისი კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო
გადახედვა
რაგბის კავშირი: 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არც ერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული არაა
3 საათის წინ
რაგბის კავშირი: 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არც ერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული არაა
გადახედვა
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
3 საათის წინ
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
3 საათის წინ
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
გადახედვა
ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს
4 საათის წინ
ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
4 საათის წინ
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
4 საათის წინ
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
4 საათის წინ
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
გადახედვა
-ის სასამართლომ პენტაგონის მიერ მედიის შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნო
4 საათის წინ
-ის სასამართლომ პენტაგონის მიერ მედიის შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნო
რატომ გვიჭირს დაძინება, როცა სხეული ზედმეტად დაღლილია?
4 საათის წინ
რატომ გვიჭირს დაძინება, როცა სხეული ზედმეტად დაღლილია?
გადახედვა
Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
4 საათის წინ
Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
4 საათის წინ
კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
“სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ” — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
5 საათის წინ
“სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ” — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
კვირის ტოპ-5
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”3589 ნახვა
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი?1019 ნახვა
აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი” ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად828 ნახვა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა638 ნახვა
“ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს”513 ნახვა
გირჩევთ
ეკონომიკა
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
გადახედვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და POSTV-ის სანქცირებას გეგმავენ
ევროპარლამენტარები “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და POSTV-ის სანქცირებას გეგმავენ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
გადახედვა
პოლიტიკა
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
პოლიტიკა
“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
გადახედვა
პოლიტიკა
“თავისუფლების მოედანი” კამპანია “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში იმერეთს ეწვევა
“თავისუფლების მოედანი” კამპანია “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში იმერეთს ეწვევა
გადახედვა
ტელევიზია
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
გადახედვა
მსოფლიო
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
ახლა კითხულობენ
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 12:49
გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე სოფლის მეურნეობა საქართველოში — გამოწვევები და შესაძლებლობები, წარადგინა გალტ…
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა