რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, რომლებიც თითქოსდა მარსზე პირამიდების არსებობას ასახავს
ფოტო: NASA
წითელ პლანეტაზე ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქანები და ქვები. მარსზე ძალიან ბევრი ქანია და მათ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ამინდის ზემოქმედება განიცადეს. შედეგად წარმოიქმნა ისეთი ობიექტები, რომლებიც ხელოვნურ და ბიოლოგიურ სტრუქტურებს გვაგონებს.
ფოტო: NASA
ერთი ასეთი საინტერესო სტრუქტურა 2002 წელს შენიშნეს. ის სამგვერდა პირამიდას წააგავს.
და, აი, ახლა ამ ობიექტმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ის რეჟისორმა ბრაინ კორი დობსმა X-ზე გაავრცელა. ის აქამდეც ამბობდა, რომ NASA-ს ფოტოებზე მარსზე ხელოვნური სტრუქტურები ჩანს.
ფოტო: Mars Orbiter Camera Image Gallery
პოსტი სწრაფად გავრცელდა და მალე ფოტოზე უამრავმა ადამიანმა დაიწყო საუბარი.
დობსის გავრცელებული ფოტოები რეალურია, მაგრამ რამდენად სწორია თავად მისი შეფასება?
HiRISE-ის მიერ გადაღებული ფოტოები ნამდვილად უცნაურია, მაგრამ როდესაც მას მოაახლოებთ და გარშემო ლანდშაფტს დააკვირდებით, ის ასეთი უჩვეულო აღარ ჩანს. უკვე ამის შემდეგ შენიშნავთ მთას, რომელიც ეროზიული ძალებით არის ჩამოყალიბებული.
ეს რეგიონი დაფარულია გეოლოგიური წარმონაქმნებით. მას შემდეგ, რაც ეროზიამ ქანები გამორეცხა, მიწიდან ამოშვერილი დარჩა შვერილები. ისინი პატარა ნამდვილად არ არის, სიმაღლეში ისინი ათობით მეტრ აღწევს. უშუალოდ ჩვენთვის საყურადღებო ობიექტის დიამეტრი 290 მეტრია, სიმაღლეში კი 145 მეტრს აღწევს.
შესაბამისად, ის არ არის ხელოვნური წარმონაქმნი. მეტიც, ის არ განსხვავდება დედამიწაზე არსებული სხვა პირამიდებისგან. თუ ფოტოებს ყურადღებით დააკვირდებით შენიშნავთ, რომ მთებზე ქედები გეომეტრიულად ისეთი სრულყოფილი ნამდვილად არაა, როგორც ეს შეიძლება იყოს ხელოვნური სტრუქტურის შემთხვევაში.
ფოტო: NASA
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს10769 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული4043 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3405 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3333 ნახვა
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები2457 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მეცნიერება
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
გადახედვა
კოსმოსი
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს