რეგიონები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეთა მიღება გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეთა მიღება გამართა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა პირადად გააჟღერეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, სოციალურ საჭიროებებსა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს.
მერმა მოუსმინა თითოეულ მოქალაქეს, გაეცნო მათ საჭიროებებს და შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილა კონკრეტული ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარებისთვის.