საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით, საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა ოთხეულშია – კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.
„მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ რამდენიმე ძირითადი ბიზნესინდიკატორით; მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ფუნქციონირებისადა დავების გადაჭრის ოპერატიულობით. გარდა ამისა, „ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსში“ ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი ინსტიტუციური წყობა, რითაც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით გლობალურ ლიდერებს შორისაა. ეს ყოველივე ერთად აღებული, მკაფიოდ აყალიბებს ერთ გზავნილს – საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის.
ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. ათი წლის წინ, მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც.
ეს ნდობა მკაფიოდ წარმოჩინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება