ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ

დავით მათიკაშვილი გლოვის დღეებში გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს მორალის დაკარგვის გამოხატულებაა.
„ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს, როგორ იცლებიან მორალისგან და ალბათ როგორ ასრულებენ იმ დავალებას, რაც წლების განმავლობაში, უცხოეთიდან დაფინანსების შედეგად იყო მათზედ გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კონკრეტულ მომენტში. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი