საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ნაკრების სოციალურ ქსელებში ე.წ. სთორიზე გავრცელდა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი იქნება ოთარ კიტეიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ 38 წლის ასაკში, 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 23 მარტს განაცხადა. კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშებს ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან.
მანამდე, მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.



