თეთრი სახლი – სიტუაცია ცვალებადია და -სა და ირანს შორის შეხვედრებთან დაკავშირებული სპეკულაციები საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია და რომ -სა და ირანის არცერთ უმაღლეს ლიდერს შორის ოფიციალური შეხვედრები არ გამოცხადებულა.

„ეს არის მგრძნობიარე დიპლომატიური დისკუსიები და აშშ პრესის მეშვეობით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, – განუცხადა BBC-ს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, შეხვედრებთან დაკავშირებული სპეკულაციები საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს.

„სიტუაცია ცვალებადია და შეხვედრების შესახებ სპეკულაციები არ უნდა ჩაითვალოს საბოლოოდ მანამ, სანამ მათ ოფიციალურად არ გამოაცხადებს თეთრი სახლი“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ. ტრამპის ცნობით, აშშ მოლაპარაკებებს „პატივსაცემ ადამიანთან“ აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!