: მე მოვესწარი ილია მეორეს, საოცარი ენერგიის და ძალის მქონე პატრიარქს, რომელთანაც ღმერთმა მარგუნა მჭიდრო სიახლოვე…

მე არ მოვესწარი ილია ჭავჭავაძეს, არც ვაჟას ან გალაკტიონს, არც ზაქარია ფალიაშვილს…
მე მოვესწარი მერაბს, ზვიადის, მოვესწარი მერაბ მამარდაშვილს და გურამ დოჩანაშვილს, მოვესწარი ძმებ ჭილაძეებს და შენგელაიებს, მიშა კობახიძეს, ოთარ იოსელიანს, გია ყანჩელს, რომელთანაც ვიყავი ძალიან ახლოს…
მაგრამ მე მოვესწარი ილია მეორეს, საოცარი ენერგიის და ძალის მქონე პატრიარქს, რომელთანაც ღმერთმა მარგუნა მჭიდრო სიახლოვე…
ჩემს ყველაზე ძვირფას დედას, მორწმუნეს, ეკლესიურს, ეს უხაროდა ყველაზე მეტად… და მეც მიხარია, რომ რამდენჯერმე შევძელი მისი უწმინდესობისთვის სიხარულის მინიჭების მიზეზი გავმხდარიყავი…
ამ “სტატუსით” იმის თქმა მსურს, რომ ყველას გვაქვს უფლება ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ აგრეთვე ყველას გვაქვს უპირობო სიყვარულის უფლება, მით უფრო იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ისტორიას შესძინა გამორჩეული დიდებულება!
ილია მეორე იყო ისეთი, როგორიც არც მანამდე ყოფილა და არც მერე იქნება!!!
P.S. და ილია პირველი ვინმეს გახსოვთ?
ამ მეორეობაშიც რამხელა სიდიადეა…