ერაყის ექსტრემისტული ჯგუფი აცხადებს, რომ შეაჩერა მოქმედება აშშ-ის წინააღმდეგ

ირანთან კავშირების მქონე ერაყული ექსტრემისტული ჯგუფი, რომელმაც, გავრცელებული ვარაუდით, დრონებით შეტევა მოაწყო იორში და -ის სამი სამხედრო იმსხვერპლა, აცხადებს, რომ “შეაჩერა” ოპერაციები აშშ-ის ძალების წინააღმდეგ – იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ამბობს, რომ მიღებულია თავდასხმაზე პასუხის გადაწყვეტილება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
გასამხედროებული ჯგუფი “კატაიბ ჰეზბოლა” აცხადებს, რომ პაუზა ემსახურება ერაყის მთავრობისთვის “სირცხვილის” თავიდან არიდებას და მიანიშნებს, რომ დრონებით შეტევა დაკავშირებული იყო ღაზის ომში აშშ-ის მხრიდან ს მხარდაჭერასთან.
“ვაცხადებთ სამხედრო და უსაფრთხოების ოპერაციების შეჩერებას საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ – იმისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ ერაყის მთავრობის სირცხვილი – თუმცა სხვა გზებით გავაგრძელებთ ღაზაში ჩვენი ხალხის მხარდაჭერას”, – განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა აბუ ჰუსეინ ალ-ჰამიდავიმ 30 იანვარს, გვიან საღამოს.
28 იანვარს იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო შეეწირა დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომელიც, პენტაგონის თქმით, ატარებდა თეირანის მიერ მხარდაჭერილი “კატაიბ ჰეზბოლას” “კვალს” – თუმცა ვაშინგტონს დაზუსტებით ჯერ არ დაუდგენია, რომ შეტევა ამ ჯგუფმა განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება