პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან

ტელევიზიაკულტურახელოვნებაკინოწიგნები
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
8
წაკითხვა
ჰარი პოტერის მსახიობი პააპა ესიდუ ამბობს, რომ HBO Max-ის მომავალ ადაპტაციაში პროფესორი სნეიპის როლზე მისი დამტკიცების გამო, რასისტულ ნიადაგზე სიკვდილით დაემუქრნენ.
“მეუბნებოდნენ: ‘წადი, თორემ მოგკლავ', — განუცხადა ესიდუმ ლონდონურ გამოცემა The Sunday Times-ს ახალ ინტერვიუში.
“ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რეალობა ისაა, რომ თუ ინსტაგრამს გადავხედავ, ვნახავ ვიღაცას, ვინც მწერს: ‘შენს სახლთან მოვალ და მოგკლავ'. მართალია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ მომკლავენ… თუმცა, შეიძლება ეს სიტყვები მომავალში ცუდად შემომიბრუნდეს! მაგრამ, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ იმედი მაქვს, კარგად ვიქნები, არავინ უნდა აწყდებოდეს მსგავს რამეს საკუთარი საქმის კეთებისას. ბევრი ადამიანი სამუშაოს გამო სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. მე კი ჰარი პოტერში ჯადოქარს ვთამაშობ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს ჩემზე ემოციურად არ მოქმედებს”.
მომავალ სტრიმინგ-ადაპტაციაში ესიდუ აპირებს შეასრულოს შხამ-წამლების მასწავლებლის, სნეიპის როლი. ეს პერსონაჟი მანამდე ალან რიკმანმა განასახიერა. მისმა ქასთინგმა ზოგი ფანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.
“თუმცა, შეურაცხყოფა სტიმულს მაძლევს”, — განაგრძო მან ინტერვიუში — “და უფრო მეტ აზარტს მმატებს, რომ ეს პერსონაჟი ჩემებური გავხადო, რადგან მახსენდება, რას ვგრძნობდი ბავშვობაში. წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს ჰოგვორტსში, ცოცხზე ამხედრებულს. იდეა, რომ ჩემნაირმა ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავი დაინახოს ამ სამყაროში, სწორედ ეს არის მოტივაცია, რომ არ შემაშინოს იმ ადამიანის ნათქვამმა, რომელსაც ჩემი სიკვდილი ურჩევნია იმ საქმის კეთებას, რომლითაც ძალიან ვიამაყებ”.
2017 წელს იან ჩარლზონის პრემია მიიღო ჰამლეტისთვის, სადაც საპატიო სტუმარი სერ იან მაკკელენი იყო
ფოტო: Cameron Slater
მსახიობმა, რომელიც მანამდე გამოჩნდა სერიალებში Black Mirror და I May Destroy You, აღიარა, რომ ორიგინალი ფილმები, რომლებშიც მთავარ როლებს დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი ასრულებდნენ, არასდროს უნახავს, თუმცა ბავშვობაში ჯოან როულინგის წიგნების სერიის დიდი ფანი იყო. “ბავშვობაში გაუძღომელი მკითხველი ვიყავი”, — თქვა მან — “დედაჩემს არ ჰქონდა საშუალება, რომ არდადეგებზე ძიძა აეყვანა, ამიტომ ბიბლიოთეკაში დავყავდი. ჰარი პოტერი ძალიან მიყვარდა. ფილმები არ მინახავს, მაგრამ წიგნები ჩემთვის რეალობიდან გაქცევის საშუალება იყო, როცა სხვა მხრივ ცხოვრება რთული მეჩვენებოდა”.
ახალი სერიალის პრემიერა HBO Max-ზე 2027 წელს იგეგმება (თითქმის) სრულიად ახალი სამსახიობო შემადგენლობით. ცენტრალურ ტრიოს შეადგენენ დომინიკ მაკლაფლინი (ჰარი), არაბელა სტენტონი (ჰერმიონ გრეინჯერი) და ალასტერ სტაუტი (რონ უიზლი).
ესიდუმ სერიალში მონაწილეობის შესახებ ათწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და The Sunday Times-ს განუცხადა, რომ ეს “დიდი პასუხისმგებლობაა”.
“დასრულებისას 45 წლის ვიქნები”, — თქვა მან, — “და ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ უბრალოდ უნდა მივენდო ამ პროცესს. შესაძლოა, ამ პროექტის დასრულების დროისთვის შვილებიც კი მყავდეს”.
ასევე ნახეთ:
“მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ” — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
კომენტარები
გადახედვა
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
გადახედვა
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
გადახედვა
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
გადახედვა
: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა
: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან
გადახედვა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა
ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა
გადახედვა
ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი
ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი
გადახედვა
HRANA: -ირანის ომის დროს სულ მცირე 1 400 ირანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 214 ბავშვია
HRANA: -ირანის ომის დროს სულ მცირე 1 400 ირანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 214 ბავშვია
გადახედვა
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
გადახედვა
სუს: 22 მარტს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ცრუ ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა
სუს: 22 მარტს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ცრუ ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა
გადახედვა
CU-ის პროფესორმა მოსამართლეს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს
CU-ის პროფესორმა მოსამართლეს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს
გადახედვა
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
“თუ თქვენ დაარტყამთ ელექტროენერგიის სექტორს, დავბომბავთ ელექტროსადგურებს” — ირანი ტრამპის მუქარას პასუხობს
“თუ თქვენ დაარტყამთ ელექტროენერგიის სექტორს, დავბომბავთ ელექტროსადგურებს” — ირანი ტრამპის მუქარას პასუხობს
გადახედვა
სოციალისტი ემანუელ გრეგუარი პარიზის მერად აირჩიეს
სოციალისტი ემანუელ გრეგუარი პარიზის მერად აირჩიეს
ჯასტინ ტიმბერლეიკის ნასვამ მდგომარეობაში დაკავების ჩანაწერი გავრცელდა — ნახეთ ვიდეო
ჯასტინ ტიმბერლეიკის ნასვამ მდგომარეობაში დაკავების ჩანაწერი გავრცელდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
პრაღაში ანტისამთავრობო აქციაზე 200 000-მდე მოქალაქემ გამოვიდა, ისინი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ
პრაღაში ანტისამთავრობო აქციაზე 200 000-მდე მოქალაქემ გამოვიდა, ისინი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ
გადახედვა
ჩაპელ როუნი ბოდიშს უხდის ჟორჟინიოს 11 წლის შვილს
ჩაპელ როუნი ბოდიშს უხდის ჟორჟინიოს 11 წლის შვილს
გადახედვა
მეფე ჩარლზი: ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით
მეფე ჩარლზი: ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით
გადახედვა
: არ მქონდა არანაირი საშვი, ვიყავი სიონის წინ და მე ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ
: არ მქონდა არანაირი საშვი, ვიყავი სიონის წინ და მე ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ
კვირის ტოპ-5
ქვიზი: არჩევ თუ ვერა მწვანილებს?18156 ნახვა
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია5567 ნახვა
ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის “წინასწარმეტყველებები” პროპაგანდის იარაღი5511 ნახვა
ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა2033 ნახვა
კროსვორდი: გამოიცანი მწერალი საკულტო პერსონაჟით1081 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
-ის დაკრძალვას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი დაესწრო
-ის დაკრძალვას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი დაესწრო
გადახედვა
საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”
გადახედვა
კოსმოსი
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
გადახედვა
პოლიტიკა
“ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს”
“ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს”
გადახედვა
რელიგია
ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს — დაკრძალვის დღე (ფოტოები)
ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს — დაკრძალვის დღე (ფოტოები)
გადახედვა
საზოგადოება
ილია II-ის პანაშვიდზე მისვლას მრევლი 22 მარტის 02:00 საათამდე შეძლებს — დაკრძალვის განრიგი
ილია II-ის პანაშვიდზე მისვლას მრევლი 22 მარტის 02:00 საათამდე შეძლებს — დაკრძალვის განრიგი
გადახედვა
მეცნიერება
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ
გადახედვა
საზოგადოება
პაპი ლეო XIV: “უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”
პაპი ლეო XIV: “უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
ახლა კითხულობენ
გადახედვა
UK, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ
19 მარტს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, იაპონიისა და კანადის ლიდერებმა…
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
ფაშინიანის თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, სომხეთი ომში აღმოჩნდება
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
კაპიტალი და On.ge ინვესტიციების ვაჭრობის ტურნირს იწყებენ — ჩაერთე და მოიგე წილი $3000-იანი საპრიზო ფონდიდან