გიგა ლემონჯავა: დროებითი მოთავსების იზოლატორებში ღირსების შემლახველი მოპყრობა, სინამდვილეში, არის ამ სისტემური წამების პოლიტიკის ნაწილი

დროებითი მოთავსების იზოლატორებში ღირსების შემლახველი მოპყრობა, სინამდვილეში, არის ამ სისტემური წამების პოლიტიკის ნაწილი და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია საქმეების დოკუმენტირება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას ინიციატივა გაამყარებს საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სისტემატურად აწამებენ ადამიანებს.

“ელენეს ინიციატივაა, რომ სხვა ადამიანები, ვინც ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, რაც შეიძლება მეტი ფაქტი იქცეს დოკუმენტად და გაეგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს, რაც, რა თქმა უნდა, გაამყარებს საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სისტემატურად აწამებენ ადამიანებს და საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საქმეზე უნდა გააკეთოს რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შევიწროვდეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში ღირსების შემლახველი მოპყრობა, სინამდვილეში, არის ამ სისტემური წამების პოლიტიკის ნაწილი და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია საქმეების დოკუმენტირება”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში